Friday, December 19, 2008

პროექტის სახელი: კვების პროდუქტების ხარისხი
პროექტის მოკლე აღწერა:ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის სასკოლო თემში სამომხმარებლო ბაზარზე არსებული საკვები პროდუქტების ხარისხის კვლევა

პროექტის სრული აღწერა: ამ მიზნით სკოლაში შეიქმნება სასწავლო-კვლევითი კლუბი, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები, მათი შესაძლებლობების და სურვილის გათვალისწინებით, აგრეთვე ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლები. კვლევითი სამუშაოები ჩატარდება წინასწარ დაგეგმილ დღეებში, ქიმიის გაკვეთილის მსვლელობისას ან გაკვეთილების შემდეგ, პერიოდულად, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას. სავარაუდოდ, ანალიზური კვლევა ჩატარდება საკვები პროდუქციის შემდეგ დასახელებებზე: ფქვილი, პურ-პროდუქტები, შაქარი, ძეხვი, წვენები, რძის პროდუქტები, ანალიზის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი: 13-17 წელი.
პროექტის ვადები/ხანგრძ. 1თვე/2009-2010 წელი.
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიებითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარი, ორგანიზებულობა და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, სასწავლო დისციპლინებთან(ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) დაკავშირება.
კვლევების მეთოდიკა, შედეგები და სხვა მონაცემები მისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მოსწავლისა და მასწავლებლისათვის.
სამუშაო ენა - ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნატო ცხადაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natocxadadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: kvebisprod.blogspot.com